понедельник, 4 ноября 2019 г.

პროგრამა



საწრეო მუშაობის პროგრამა
წრის დასახელება:,, სიმღერა-- ჩვენი თანამგზავრი“
სკოლა: სსსპ  მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: IV-V კლასის მოსწავლეები.
მასწავლებელი:  ანი კაჯილაშვილი
წრის ხანგრძლივობა: 2019- 2020  სასწ.წელი(I  სემესტრი, კვირაში ერთხელ-45 წთ.)
წრის მოკლე დახასიათება:  სსსპ  მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო  სკოლაში ჩამოყალიბდა მუსიკის წრე ,,სიმღერ-ჩვენი თანამგზავრი“. წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული,წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
წრის მუშაობის პროფილი: მოსწავლეები გაიღრმავებენ და განიმტკიცებენ ცოდნას მუსიკის საგანში  ე.ს.გ. მოთხოვნების შესაბამისად. გაეცნობიან  ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას.ისაუბრებენ მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ. შეისწავლიან ქართვლ კომპოზიტორთა სიმღერებს. განიმტკიცებენ სიმღერის შესწავლისას , შესაბამის ვოკალურ-ინტონაციურ სავარჯიშოებს. მოსწავლეები შეძლებენ მარტო, წყვილში , გუნდში - ერთხმიან და ორხმიან  სიმღერების შესრულებას და ნასწავლ სიმღერებს დაუკავშირებენ   ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებას.რა თქმა უნდა საწრეო პროგრამის შედგენისას გავითვალისწინე, მოსწავლეთა ინდივიდუალური  შესაძლებლობები, ინტერესი, სურვილი,აქტივობები დავგეგმე მარტივიდან -რთულისაკენ, რაც ხელს შეუწყობს ყველა მოსწავლის ჩართულობას, გაზრდის მათში მოტივაციას, პასუხისმგებლობას, თვითრწმენას, ეს კი დაგვეხმარება საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევასა და მოსალოდნელ  შედეგზე გასვლაში.
წრის მნიშვნელობა:  საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ,მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდას და შემოქმედებით პიროვნებად  ჩამოყალიბებას.  მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ  საწრეო  მუშაობისას  შემოქმედებითი, თანამშრომლობითი სოციალური, კომუნიკაციის, თავისუფალი  აზრის  გამოხატვის და სხვისი აზრის პატივისცემის , იმპროვიზაციის,  გუნდურობის, რიტმის  გრძნობის,  მუსიკალური ინტონირების, ასოციაციური  აზროვნების,  ტოლერანრობის და ტრანსფერის უნარები რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაზრდას.
წრის აქტუალობა:  რადგან  მოსწავლეთა უმრავლესობა  ნაკლებად ინტერესდებიან ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებით,  უჭიდათ  მარტო, წყვილში,  გუნდში სიმღერა, იმის ფიქრით, რომ შეიძლება არასწორად ემღერათ, ნაკლებად ამჟღავნებდნენ ცოდნას და ჰქონდათ ორ ხმაში სიმღერის კომპლექსი,  ვფიქრობ საწრეო მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს უფრო შეუყვარდებათ ქართული მუსიკა, დაეხვეწებათ  მუსიკალური  გემოვნება,  გაიღრმავებენ თეორიულ  და პრაქტიკულ  ცოდნას ქართველი  კომპოზიტორების შემოქმედებისა და  სიმღერების  შესწავლის    ტექნიკის შესახებ. ნასწავლს დააკავშირებენ ყოველდღიურ  ყოფა-ცხოვრებასთან .გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი   ეროვნული კულტურის მიმართ. 
საწრეო მუშაობის მიზანი:
Ø  ვოკალურ-ინტონაციური სავარჯიშოების თეორიული  და პრაქტიკული ცოდნის ჩამოყალიბება
Ø  ქართველ კომპოზიტორთა ბიოგრაფიის და  შემოქმედბის გაცნობა.
Ø  მოსწავლეების როგორც,,მსმენელის“ ჩამოყალიბება.
Ø   სიმღერის შესწავლისას, მუსიკისა და პოეზიის ინტეგრაციის მნიშვნელობის ჩამოყალიბება.
Ø  ქართველი კომპოზიტორების სიმღერების შესწავლა.
Ø  მარტო  და სხვებთან ერთად სიმღერის უნარ- ჩვევების გამომუშავება.
Ø  შესწავლილი  სიმღერების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.
Ø  შემოქმედებითობისა და  სასწავლო შემეცნებითი  უნარების განვითარება.
სასწავლო რესურსი:   ფორტეპიანო,  აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, კომპიუტერი, ინტერნერსაიტები,ქსეროქსი, თაბახის ფურცლები,კალამი, ფანქარი დაფა და სიმღერების კრებული.
შეფასება:  მოსწავლეები და მშობლები შეაფასებენ წრის მეცადინეობებზე მიღწეულ შედეგებს წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით.
საწრეო მუშაობის პროგრამა:   შეხვედრების განრიგი,  თემის დასახელება, რესურსი, ხანგრძლივობა.
N

თემის დასახელება
                                                                                                                      რესურსები                                 
ხანგრძლივობა
1


საწრეო მუშაობის  თემატიკის,მიზნების , შეხვედრების  და განრიგის გაცნობა
დაფა,მარკერი
კომპიუტერი
45წთ.

2

,,რა შეგვიძლია, რა ვიცით“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება.)
ფორტეპიანო,კომპიუტერი, დინამიკები,აუდიო ჩანაწერი.
45წთ.

3

პროფესია-,,კომპოზიტორი“
ფორტეპიანო, კომპიუტერი,ინტერნეტი
ვიდეო და მოსასმენი მასალა-youtube.
45წთ.

4

კომპოზიტორის პორტრეტი-მერი დავითაშვილი.  მ. დავითაშვილის,,სიმღერა“(მოსმენა)
ინტერნეტსაიტი-ვიკიპედია, კომპიუტრი,აუდიო ჩანაწერი.
45წთ.

5

ვსწავლობთ სიმღერას- მ.დავითაშვილის-,,სიმღერა“
ფორტეპიანო,თაბახის ფურცელი,სიმღერის ნოტები
ქსეროქსეი.
45წთ.

6

,,სიმღერა“-მუსიკის და პოეზიის ინტეგრაცია.
დაფა, მარკერი, ფორტეპიანო
კომპიუტერი, ინტერნეტი-youtubi
45წთ.

7

,,ბგერების   თამაში“-(ვოკალურ-ინტონაციური სავარჯიშოები, რიტმული ფიგურაციები), ,,ვიმტკიცებთ ცოდნას“
ფორტეპიანო, დაფა მარკერი.
თაბახის ფურცლები ,უბრალო ფანქარი
45წთ.

8

კომპოზიტორის პორტრეტი-რევაზ  ლაღიძე ,რ.ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“.(მოსმენა)
ინტერნეტსაიტი -ვიკიპედია,კომპიუტერი,აუდ
იო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

9

რევაზ ლაღიძე-,,სიმღერა მეგობრობაზე“
ფორტეპიანო,თაბახის ფურცელი,სიმღერის ნოტები.
45წთ.

10

,,ვუსმენთ-მუსიკას“
აუდიო  ჩანაწერი.
45წთ.

11

გაიცანი კომპოზიტორი-შოთა მილორავა.
კომპიუტერი,ინტერნეტ საიტი-ვიკიპედია,აუდიო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

12

 „გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები).
შოთა მილორავა-,,მრავალჟამიერ! გუგუნებდეს ხმა.
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები,ქსეროქსი.
45წთ.

13

კომპოზიტორის  პორტრეტი-გურამ ბზვანელი.
კომპიუტერი,ინტერნეტსაიტი-ვიკიპედია,აუდიო-ვიდეო ჩანაწერი-youtubi.
45წთ.

14

„გამღერება’’ (ბგერითი სავარჯიშოები) .
გ.ბზვანელი- „სამშობლოს გასახარელი“
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები.
45წთ.

15

,,შეამოწმე,  შენი  თავი“-(ნასწავლი სიმღერების გამეორება-განმტკიცება)
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები,თაბახის ფურცლები,უბრალო ფანქარი.
45წთ.

16

გვეწვიეთ  -,,კონცერტზე“
ფორტეპიანო,სიმღერის ნოტები
40წთ.






მასწავლებელი:         /ა. კაჯილაშვილი/



განცხადება

სსსპ  მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლაში ,2019 წლის  პირველ სემესტრში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე: ,,სიმღერა-ჩვენი თანამგზავრი“ -მე-4, მე-5, კლასის მოსწავლეებისთვის.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ -ოთხშაბათს.(I  სემესტრის განმავლობაში.) დასაწყისი-13:30სთ. მეცადინეობის ხანგრძლივობა1საათი
წრის  ხელმძღვანელი :ანა კაჯილაშვილი

მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას.

განცხადების ფორმა : საწრეო მუშაობის პროგრამის განაცხადის ლინკი

                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий