
მუსიკალური შემოქმედება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: 1) შინაარსის მიხედვით არსებობს ლირიკული, ეპიკური, დრამატული, იუმორისტული მუსიკა. 2) შესრულების მიხედვით ლოკალური და საკრავიერო. 3) ხელოვნების სხვა სახეებთან სინთეზის მიხედვით თეატრალური მუსიკა, საცეკვაო, ვიკალური და სხვა. 4) ხმოვანებისა და შესრულების პირობების მიხედვით – სპეციალური საკონცერტო გარემოში მოსასმენი მუსიკა. 5)კომპოზიციისა და მუსიკალური ენის მიხედვით ოპერა, ბალეტი, სიმფონია, კონცერტი და ა.შ. 6) სტილის მიხედვით: ისტორიული, რეგიონალური, ეროვნული და ინდივიდუალური.
მუსიკა არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი (ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს – მუზების ხელოვნებას), რომელიც სინამდვილეს ასახავს, ზუსტად ფიქსირებული სიმაღლისა და რიტმულად ორგანიზებული, მუსიკის ბგერის საშუალებით. ემოციური ზემოქმედების ძახილით მუსიკას ბადალი არა ჰყავს ხელოვნების სხვა დარგებში. მუსიკის გამომსახველობის საშუალებებია: მელოდია, ჰარმონია, კილო, რიტმი, ფაქტურა, დინამიკა, ტემპი. მუსიკა შეიძლება იყოს ერთხმიანი და მრავალხმიანი. მისი ფიქსირება ხდება სანოტო დამწერლობის საშუალებით. მუსიკის აღქმისაღვის საჭიროა მუსიკის შესრულება. შესრულების მიხედვით მუსიკა არის საკრავიერი და ვოკალური.
საკრავიერი, ე.წ. წმინდა მუსიკას არ ძალუძს კონკრეტული ინფორმაციის შემცველი მასალის მიწოდება მსმენელისათვის, სამაგიერო მას აქვს უდიდესი შესაძლებლობანი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის აღსათქმელად. მუსიკის ეს თავისებური ბუნება გამომდინარეობს თვით ადამიანის სმენითი აპარატის სპეციფიკიდან – მხედველობასთან შედარებით მას ნაკლები უნარი აქვს ამა თუ იმ მატერიალური საგნის თუ სიტუაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა. ამის გამო კომპოზიტორები ხშირად მიმართავენ მუსიკის სინთეზს ხელოვნების სხვა დარგებთან. მას შეუძლია იარსებოს პოეტურ, პროზაურ ტექსტთან და სცენურ მოქმედებასთან ერთად. მუსიკის შერწყმა პოეტურ ტექსტთან ქმნის ვოკალურ მუსიკას.
ყოველი ერის მუსიკა გარკვეულ ეპოქაში ხასიათდება მყარი, ჩამოყალიბებული ბგერითი ინტონაციებით, რომლებიც მათი გამოყენების წესებთან ერთად ქმნის მოცემული ერისა და ეპოქის `მუსიკალურ ენას~. სხვადასხვა ეპოქის, ენისა და კომპოზიროტის მუსიკალური ენა განსხვავებული და მრავალფეროვანია.
ყოველი მუსიკალური ნაწარმოები აგებულია გარკვეული ფორმით, რომელიც ძირითადად საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ მუსიკალურ-კომპოზიციური პრაქტიკის შედეგია. მუსიკალური ფორმა თავისებურად განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების შინაარსს. თანდათანობით ჩამოყალიბდა და პრაქტიკაში დამკვიდრდა ორნაწილიანი და სამნაწილიანი ფორმები, ვარიაცები, რონდო, ალეგრო.
სხვადასხვა ხალხისა და კულტურის მუსიკალურ შემოქმედებაში ვხვდებით სხვადასხვა მუსიკალურ ფორმასაც, რომლების განპირობებულია ამ სალხების მუსიკალური აზროვნების დონითა და თავისებურებებით.
მუსიკათმცოდნეობა არის მეცნიერება მუსიკის შესახებ. იგი ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი დარგია. მუსიკალური ხელოვნების კანონზომიერებებს, მოვლენებსა და განვითარების პროცესს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარესთან კავშირში შეისწავლის მუსიკის დარგები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, მუსიკალური კრიტიკა, სოციოლოგის, ესთეტიკა, მუსიკალური ფციქოლოგია და სხვა. თეორიული მუსიკა შეისწავლის მუსიკის ძირითად კანონზომიერებებს, გამომსახველობით ხერხებს. მისი მთავარი დისციპლინებია: ჰარმონია, პოლიფონია, საკრავმცოდნეობა, აგრეთვე მუსიკალურ შემსრულებლიდა და სმენის განვითარების მეთოდიკა. ისტორიული მუსიკა მიზნად ისახავს ყველა დროისა და ხალხის მუსიკალური კულტურის განვითარებას, აგრეთვე მუსიკალური ჟანრების, ფორმების და საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის შესწავლას საზოგადოების ცხოვრების ცვლილებასთან დაკავშირებით.
მუსიკალური ეთნოგრაფია (ფოლკლორისტიკა) სწავლობს ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და მის სპეციფიკას თანამედროვე მუსიკალური პრაქტიკის მოვლენათა გაშუქებასა და შეფასებაში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალურ კრიტიკასა და პუბლიცისტიკას. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ყალიბდება და სწრაფად ვითარდება მუსიკალური სოციოლიოგია, რომელიც სწავლობს საზოგადოებაში მუსიკის ფუნქციონირების კონკრეტულ ფორმებს.
მუსიკალური აკუსტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მუსიკალური ბგერების ბუნებას, მისი სიმაღლის, სიძლიერისა და ტემბრის სმენითი ათვისების კანონზომიერებას, ადამიანის ხმის აპარატსა და მუსიკალურ საკრავთა ტემბრს;
Комментариев нет:
Отправить комментарий