ეროვნული სასწავლო გეგმა

მუხლი 90. მუსიკის წლიური პროგრამები
მუსიკა დაწყებით საფეხურზე
ეროვნული სასწავლო გეგმის მუსიკის საგნობრივი პროგრამის წინამდებარე ნაწილში მოცემულია წლიური პროგრამების ნიმუშები I-VI კლასებისთვის. მათი მიზანია, პრაქტიკული რეკომენდაციები მისცეს პედაგოგს სასწავლო თემების სწავლების გზით სტანდარტის შედეგების დამუშავებასა და მათ მიღწევაში.

წლიური პროგრამები სქემების სახითაა წარმოდგენილი (იხ. სქემა 1). თითოეული სქემა თითო სასწავლო თემას შეესატყვისება.

მუსიკის სტანდარტში მოცემული თემებიდან ყველა კლასისთვის განხილულია სამი სასწავლო თემა:
I კლასი:
გარე სამყარო მუსიკაში
თემა: ხმების მრავალფეროვნება.
მუსიკა და  ჩვენი ყოფა
თემა: ყოფითი საგნები მუსიკაში;
თემა: თამაშები მუსიკაში.
II კლასი:
გარე სამყარო მუსიკაში
თემა: ცხოველები მუსიკაში;
თემა: ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში.
მუსიკა და  ჩვენი ყოფა
თემა: წვეულებები და დღესასწაულები სახლში და გარეთ.
III კლასი:
გარე სამყარო მუსიკაში
თემა: ქალაქის ხმები;
თემა: მუსიკალური გასეირნება ქალაქში.
მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა: ჩემი ცხოვრების ერთი დღე.
 IV კლასი:
გარე სამყარო მუსიკაში
თემა: მუსიკა და ტელევიზია.
მუსიკა და ჩვენი ყოფა:
თემა: მუსიკა და თავისუფალი დრო.
მუსიკა და კინო:
თემა: მუსიკის როლი ანიმაციაში და საყმაწვილო კინოში.
V კლასი:
რეალური და წარმოსახვითი მუსიკაში
 თემა: ზღაპრული სამყარო მუსიკაში.
მუსიკა და თეატრი
თემა: მუსიკა დრამატულ თეატრში;
თემა: მუსიკა პანტომიმის თეატრში.
VI კლასი
მუსიკა და კინო
თემა: მუსიკისა როლი ხმოვან კინოში.
მუსიკა და თეატრი
თემა: მუსიკალური თეატრი: ოპერა მიუზიკლი ;
თემა: მუსიკა საბალეტო სპექტაკლში.



Oval: 2Oval: 3Oval: 4Oval: 1სქემა 1.
სტანდარტის შედეგები
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები

შეკითხვები:
ცნებები:
რეკომენდაციები:
საკლასო აქტივობების მაგალითები:

N1. პირველ გრაფაში წარმოდგენილია მუსიკის სტანდარტის შედეგები, რომლებიც მუსიკის სტანდარტის ორი მიმართულების მიხედვით არის განაწილებული: შემოქმედობითობა და პრაქტიკა; მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია.
ყოველი წლის პროგრამაში კონკრეტულ თემასთან მიმართებით ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა დამუშავდეს ეს შედეგები.
N2. მეორე გრაფაში მოცემულია სასწავლო თემის (მაგალითად, ქალაქის ხმები) სტანდარტის კონკრეტულ შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები. ისინი არ წარმოადგენენ შეკითხვებს, რომლებიც პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა დაუსვას. საგაკვეთილო პროცესი ამ კითხვებზე პასუხების მიღების პროვოცირებას უნდა ემსახურებოდეს. გრაფაში მოცემული კონკრეტული შეკითხვების პროვოცირება რამდენიმე გაკვეთილის მიზნად მოიაზრება.

N3. სქემის ამ ნაწილში მოცემულია ძირითადი ცნებები, რომელთა დამუშავებასაც სტანდარტის კონკრეტული შედეგების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

N4. გრაფაში ნაჩვენებია ისეთი საკლასო აქტივობების მაგალითები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სტანდარტის კონკრეტული შედეგების მიღწევას.
I კლასი
გარესამყარო მუსიკაში
თემა: ხმების მრავალფეროვნება
1. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;
მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ხმა რაიმე განწყობის ან სახე-ხატების შესაქმნელად?

როგორ შეიძლება ამა თუ იმ ხმის გამოცემა ან ხმაურის შექმნა?

როგორ შეიძლება ჩაიწეროს ესა თუ ის ხმა?

ცნებები:
ინსტრუმენტი, ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ხმები, ხმაური, განწყობა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     მასწავლებელი ასმენინებს კლასს რაიმე ხმების თანამიმდევრობას და სთხოვს მოსწავლეებს, იმავე თანამიმდევრობით გაიმეორონ;
·     მასწავლებელი ასმენინებს კლასს რაიმე ხმების თანმიმდევრობას და სთხოვს მოსწავლეებს, გაიმეორონ ის ხმები, რომლებიც, მათი აზრით, ხალისიან განწყობას უქმნის;
·     მასწავლებელი უჩვენებს რაიმე საგნის სურათს და სთხოვს მოსწავლეებს, განასახიერონ ხმა, რომელსაც ეს საგანი გამოსცემს;
·     მასწავლებელი სთხოვს რომელიმე მოსწავლეს (ან ორ-სამ კაციან ჯგუფს), გაიხსენოს რაიმე სასაცილო სიტუაცია თავისი ცხოვრებიდან, ან ნანახი ფილმიდან, და მხოლოდ ხმებით უამბობს დანარჩენებს (დანარჩენი მოსწავლეები უსმენენ თვალებდახუჭულნი). შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა განწყობა შეექმნათ მათ ამ ხმების მოსმენისას (სავსებით შესაძლებელია, რომ თანაკლასელებს სულ სხვა განწყობა დაეუფლოთ).
2. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ დავაჯგუფოთ ხმები და  ხმაური სხვადასხვა ნიშნის მიხედვით?

როგორ შეუძლია ამა თუ იმ ხმას რაიმე ემოციის გამოწვევა?

როგორ აისახება გარესამყარო ამა თუ იმ ხალხურ სიმღერაში?

ცნებები:
ხმა, ბგერა, ხმაური; ტონის სიმაღლე; გრძლიობა, სიძლიერე (ხმამაღალი, ხმადაბალი); ხმაბაძვითი სიტყვები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:

·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს სხვადასხვა ხმის რაიმე თანამიმდევრობას, სთხოვს მათ, გამოიცნონ რა ხმებია და შემდეგ თავიანთ წარმოდგენებზე დაყრდნობით მოყვნენ, თუ რა ხდება ამ ხმების გამოცემის დროს;
·         მასწავლებელი აჩვენებს ორ მოკლე ვიდეოს, შემდეგ ასმენინებს ერთ-ერთი ვიდეოს ხმას და სთხოვს მოსწავლეებს, გამოიცნონ ნანახი ვიდეოებიდან ერთ-ერთი და ახსნან, თუ როგორ ამოიცნეს იგი;
·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს ხმების თანამიმდევრობას და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ხმები, რომლებიც, მათი აზრით, მხიარულ განწყობას გადმოსცემს (ან შიშს ჰგვრის, ამშვიდებს, სევდიანია და ა.შ.); შემდეგ სთხოვს მათ, იმსჯელონ, რატომ იწვევს ესა თუ ის ხმა ამა თუ იმ განწყობას.
·         მასწავლებელი ასმენინებს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ სიმღერებს, სადაც ხმაბაძვითი სიტყვებია გამოყენებული და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ ისინი. შემდეგ სთხოვს გამოიცნონ, რომელ არსებულ ხმას ბაძავს ეს სიტყვები და იპოვონ ანალოგიური სიტყვები ქართულ ენაში.
·         მასწავლებელი სთხოვს რაიმე ხმაბაძვითი სიტყვები თავად მოიფიქრონ და მარტივ მოტივზე წაიმღერონ.
·         მოსწავლემ უნდა შეარჩიოს ხმები რაიმე ემოციის გამოწვევის მიზნით და მოასმენინოს თანაკლასელებს. შემდეგ კლასელების რეაქციის მიხედვით შეამოწმოს, თუ რამდენად მიაღწია სასურველ შედეგს;
·         მასწავლებელი ასმენინებს სხვადასხვა ხმას და სთხოვს მათ, მოიფიქრონ, თუ რა სიმბოლოებით შეიძლება ამ ხმების ჩაწერა.





მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა: ყოფითი საგნები მუსიკაში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ბგერის თვისებები საგნის თვისებებს (რა ასოციაციური კავშირის გაბმა შეიძლება ბგერისა და საგნის თვისებებს შორის)?

როგორ აისახება სხვადასხვა ხალხის მუსიკაში ყოფითი საგნები?

ცნებები:
ბგერის სიმაღლე, სიძლიერე, გრძლიობა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   გონებრივი იერიში - მასწავლებელი ასმენინებს სხვადასხვა ზომის საგნის მიერ გამოცემულ ხმას (მაგ. სხვადასხვა საათის წიკწიკს) და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ, რომელია აქედან დიდი ზომის საგანი (მაგ., კედლის დიდი საათი) და რომელია პატარა ზომის საგანი (მაგ., მაჯის საათი).  შემდეგ მთელი კლასი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ნიშნებით ამოიცნეს ამ საგნების სიდიდე.
·   მასწავლებელი ასმენინებს კლასს ორ მუსიკალურ ნაწყვეტს (მაგ., ჰაიდნის 101 სიმფონიის II ნაწ. და ეინარ ენგლუნდის 4 სიმფონიის II ნაწ.) და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, როგორი (რა ზომის) საათებია ასახული მუსიკაში. შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რის საფუძველზე გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები.
·   მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რამდენიმე საგნის სურათს და ასმენინებს მოკლე მუსიკალურ ნაწყვეტს  და სთხოვს მათ დაასახელონ, თუ რომელი მუსიკალური ნაწყვეტები რომელ საგან უკავშირდება.
·   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გარკვეული საგნის მიერ გამოცემულ ხმას (მაგ., თეფშებისა და ჭიქების წკრიალი) რომელიმე მუსიკალური ნაწყვეტი მიამსგავსონ.
·   მასწავლებელი ასმენინებს რაიმე ყოფით საგანზე სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერას და სთხოვს მათ იმსჯელონ, თუ როგორი ხასიათისაა ესა თუ ის სიმღერა; გამოთქვან მოსაზრება, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ ხალხს სიმღერაში ნახსენები ნივთის მიმართ (მაგ. ქართული ხალხური სიმღერები: „გიდელი“, „ნამგალო“; რუს. ხალხური სიმღერა „валенки»;  ინგლისური ხალხური სიმღერა „I love sixpence”).
·   მოსწავლემ უნდა წარუდგინოს მთელ კლასს საყვარელ ნივთი პატარა მუსიკალური ნაწყვეტის მეშვეობით. წარდგენა შეიძლება შემდეგი გზით: მოსწავლე უჩვენებს თანაკლასელებს რამდენიმე ნივთის სურათს, რომელთა შორის მისი საყვარელი ნივთიც არის. კლასელებმა მუსიკალური ნაწყვეტის დახმარებით უნდა ამოიცნონ, ამ სურათებიდან რომელში არის გამოსახული საყვარელი ნივთი.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:

როგორ შეიძლება გადმოვცეთ ბგერის თვისებებითა და მოკლე მოტივებით სხვადასხვა საგნის თვისებები?

როგორ გამოვსახოთ ესა თუ ის ბგერა?


ცნებები:
მოტივი, ბგერის სიმაღლე, სიძლიერე, გრძლიობა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         სავარჯიშო „ვიპოვოთ ბგერა“: მასწავლებელი ინსტრუმენტზე იღებს რომელიმე ბგერას და ხელის ზევით-ქვევით მოძრაობით  მოსწავლეებს ხმით აძებნინებს აღებულ ბგერას (სასურველია, დაბალი რეგისტრიდან, შეძლებისდაგვარად ბოხი ხმით დაწყება და თანდათან მიახლოება).  ხელის აწევის დროს მოსწავლეები ხმას „აწვრილებენ“, ჩამოწევის დროს კი ხმას „აბოხებენ“. მასწავლებელი აჩერებს ხელს რაიმე სიმაღლეზე მაშინ, როდესაც მთელი კლასი ხმით იღებს იმ ბგერას რომელიც იყო ინსტრუმენტზე აღებული (ეს სავარჯიშო შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს: თავიდან მასწავლებელი ხელით მიანიშნებს ხმით ტონის აწევას ან დაწევას. ამის გავარჯიშებას რამდენიმე გაკვეთილი დაჭირდება).
·         მასწავლებელი ეკითხება  მოსწავლეებს, თუ როგორი ხმა და ლაპარაკის მანერა მოუხდებოდა  ამა თუ იმ საგანს - მაღალი (წვრილი), დაბალი (ბოხი), თუ საშუალო სიმაღლის; ნელა (გაწელილად) წარმოთქმული; ხმამაღლა ან ხმადაბლა წარმოთქმული და ა.შ.. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაბალი ან მაღალი ხმით და  გარკვეული მანერით წარმოთქმული ფრაზებით „ააჟღერონ“ სხვადასხვა ზომის საგნები  (მაგალითად, დიდი და პატარა ჭიქა ან კარადა და საბავშვო სკამი). მასწავლებელი ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვამს რაიმე ფრაზას და შემდეგ სთხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს, გაიმეოროს ეს ფრაზა ისე, როგორც, მისი წარმოსახვით, რაიმე საგანი წარმოთქვამდა.
·         მოსწავლეები იყენებენ ბგერების ერთსა და იმავე თანამიმდევრობას სხვადასხვა რეგისტრში, ასევე ბგერებს სხვადასხვა გრძლიობით და სიძლიერით საგნების მუსიკალური დახასიათების მიზნით (მღერით, ინსტრუმენტზე დაკვრით და ა.შ.)
·         მოსწავლეები თხზავენ ორი ან სამი საგნის მუსიკალურ „დიალოგს“ სხვადასხვა სიმაღლის ბგერების თანამიმდევრობით და ასრულებენ ხმით (მღერიან), ან ინსტრუმენტით.


თემა: თამაშები მუსიკაში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
რა მუსიკალური ელემენტებით შეიძლება გადმოვცეთ თამაშების ნაირსახეობები?

რა მოძრაობებთან ასოცირდება მოტივი, ტემპი და რიტმი?

როგორ აისახება სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებში ბავშვების თამაშები?

ცნებები:
მოტივი, რიტმი, ტემპი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ეზოში ან პარკში რომელი თამაშის დროს უწევთ სირბილი (არბენ- ჩარბენა), ხტუნვა, სრიალი და ა.შ., შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, თუ მუსიკალური ენის რომელი ელემენტების (მათთვის ცნობილი) მეშვეობით არის შესაძლებელი ზემოაღნიშნული მოქმედებების ასახვა.
·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს სიარულის, სირბილის, ხტომის ხმებს და სთხოვს მოსწავლეებს, გამოიცნონ მოქმედებები. შემდეგ მასწავლებელი ასმენინებს კლასს რამდენიმე პიესას (მაგ., პროკოფიევის „დაჭერობანა“, რ. შუმანის „მხედარი“,) და სთხოვს მოსწავლეებს, დაუკავშირონ ამ პიესებს ადრე მოსმენილი მოქმედებების ხმები. შემდეგ მოსწავლეების მსჯელობენ თავიანთი არჩევანის შესახებ.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:

როგორი მოტივი, ტემპი და რიტმი უნდა შეირჩეს გარკვეული მოძრაობის და ამ მოძრაობებთან დაკავშირებული ემოცია-განწყობის გადმოსაცემად?

რა ნიშნებით ჩავწეროთ ეს მოტივები?

ცნებები:
მოტივი, ტემპის მონაცვლეობა, მოტივის მონაცვლეობა, მუსიკალური კოლაჟი, მუსიკალური კომპოზიცია
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·       გონებრივი იერიში - მასწავლებელი კლასს აჩვენებს რაღაც მოძრაობას (მაგ. მოძრაობას ხელბურთის თამაშის დროს) და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ თამაში სახეობა. როდესაც კლასი დაასახელებს ამ თამაშს, მასწავლებელი სთხოვს კლასს, გააჟღერონ მოძრაობა, რომელიც მან შეასრულა. იგი წინასწარ კლასთან მოილაპარაკებს, თუ როდის რა ხმის მოძრაობა უნდა გაკეთდეს:  მაგ., ბურთის სროლის დროს - ხმის აღმავალი მოძრაობა; ბურთის დაჭერის დროს - ხმის დაღმავალი მოძრაობა. ხელის აქნევა - აღმავალი მოძრაობა, ჩამოქნევა - დაღმავალი მოძრაობა (ხმის მოძრაობის დროს არ არის საჭირო ზუსტი ინტონაცია. მთავარია ყველა მოსწავლემ  ხმის აწევა-დაწევა შეძლოს). მასწავლებელს შეუძლია სავარჯიშოს ბოლოს ხელი რაღაც სიმაღლეზე დააფიქსიროს და რაიმე ტონზე „გაამღეროს“ შემდეგი ფრაზა: „აი ხელი ამ ბგერაზე გავაჩერე, თქვენც ამ ბგერაზე გააჩერეთ თქვენი ხმები“. ბოლოს მთელი კლასი მღერის უნისონში (უნისონში სიმღერა გარკვეული ვარჯიშის შემდეგ იქნება შესაძლებელი);
·       მასწავლებელი სთავაზობს მიმიკურ ეტიუდს - „ხელბურთის თამაში“. მასწავლებელი ესვრის წარმოსახვით ბურთს ერთ-ერთ მოსწავლეს, ხოლო მასწავლე „იჭერს“ ხელით ამ წარმოსახვით ბურთს. შემდეგ იგი ესვრის ამ წარმოსახვით ბურთს თანაკლასელს. მასწავლებელი აჩერებს ბავშვებს და სთხოვს გააკეთონ იგივე, ოღონდ „ბურთის“ დაჭერის დროს თითოეულმა ხმით უნდა აიღოს ნებისმიერი სიმაღლის ბგერა. ბავშვები კვლავ იწყებენ მიმიკურ თამაშს, ოღონდ ამ შემთხვევაში ისინი „ბურთის“ დაჭერაზე ხმით იღებენ ნებისმიერი სიმაღლის ბგერას, ამ თამაშის მსვლელობის დროს ბავშვები იღებენ სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს ისე, რომ სპონტანურად იქმნება რაღაცა მოტივი. შესაძლებელია ამ თამაშის მსვლელობის აუდიოჩანაწერის გაკეთებაც. ამ ჩანაწერის მოსმენისას მოსწავლეები შეამჩნევენ რომ სხვადასხვა სიმაღლის ბგერების მონაცვლეობის შედეგად შეიქმნა რაღაც მელოდია.




II კლასი
გარესამყარო მუსიკაში
თემა: ცხოველები მუსიკაში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს,  მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
რა ხერხებით შეუძლია მუსიკას ცხოველის გარეგნობა, ხმა ან ქცევა აღწეროს?

როგორ ახასიათებენ სხვადასხვა ცხოველს სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მუსიკაში?


ცნებები:
მოტივი, ინტონაცია, მელოდია, რიტმული ფიგურაცია, ტემპი, რეგისტრი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   აქტივობა მიმართულია მუსიკაში გარკვეული ინტონაციისა და მელოდიის გააზრებასა და ამოცნობაზე. I ეტაპი. მასწავლებელი სთავაზობს კლასს კატების სამ დუეტს, რომელიც სამი განსხვავებული ეპოქის კომპოზიტორის მიერ არის დაწერილი: როსინის, ჩაიკოვსკისა და რაველის. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით მოუსმინონ ნაწარმოებებს და გამოთქვან აზრი, ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი ჰგავს ნამდვილი კატების კნავილს და რომელი მოგვაგონებს მას მხოლოდ ცალკეული ინტონაციებით. მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ  თავიანთი ვარაუდები (ყველაზე ნაკლებად ნამდვილი კატების კნავილს ჩაიკოვსკის ნაწარმოები ჰგავს, რადგან იგი ორკესტრისთვის არის დაწერილი, ხოლო დანარჩენი ორი - ადამიანის ხმისთვის. ადამიანის ხმა უკეთესად ბაძავს კატის ხმას. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩაიკოვსკის მუსიკა კატებს წარმოგვიჩენს? ორკესტრში ისმის კატების კნავილის ინტონაცია). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩაიკოვსკის მუსიკას და მიუთითონ კატის კნავილის ინტონაცია, როდესაც ის ორკესტრში გაიჟღერებს. II ეტაპი. მასწავლებელი სთხოვს კლასს, დაასახელოს დანარჩენ ორ დუეტს შორის რომელი უფრო ბუნებრივად წარმოაჩენს კატების კნავილს (რაველის თუ როსინის?). არჩევანი რაველის ნაწარმოებზე კეთდება. (ამ ტიპის აქტივობისთვის შესაძლებელია სხვა ნაწარმოებების გამოყენებაც: მაგ. რესპიგის საორკესტრო ტრანსკრიპცია „ფრინველები“,  პროკოფიევის „ჩიტი“ სიმფონიური ზღაპრიდან „პეტია და მგელი“ და დაკენის „გუგული“).
·   მასწავლებელი ასმენინებს კლასს მუსიკალურ ნაწარმოებს და სთხოვს მოსწავლეებს, თავად გამოიცნონ მუსიკაში გადმოცემული რაიმე ცხოველისთვის დამახასიათებელი ინტონაცია.
·   მასწავლებელი ამღერებს მოსწავლეებს  რომელიმე ცხოველის ან ფრინველის ხმაზე აგებულ მოტივს (ინტონაციას), შემდეგ მღერის მელოდიას და ანიშნებს მოსწავლეებს, რა დროს წაიმღერონ ეს მოტივი. ერთობლივი მღერის შედეგად  გამოდის  სრული მუსიკალური  კომპოზიცია.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ გამოვიყენოთ მოტივი, რიტმი, ტემპი ცხოველის გარეგნობის, ხმის ან ქცევის მუსიკალური აღწერის დროს?


რა სიმბოლოებით შეიძლება ცხოველის ხმის ან მოძრაობის ამსახველი ინტონაციის ან მოტივის  აღნიშვნა?

ცნებები:
მოტივი, აღმავალი და დაღმავალი ინტონაცია, რიტმული ფიგურაცია, ტემპი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     მასწავლებელი სთხოვს სხვადასხვა მოსწავლეს, ხმით რაიმე ცხოველს მიბაძონ და მიაქციონ ყურადღება, თუ როგორი ინტონაცია გამოიყენეს მათ მიბაძვისას. შემდეგ იგი სთხოვს მოსწავლეებს, კომპიუტერზე ჩაწერონ თავიანთი ხმის მოძრაობა და გააჟღერონ ის, რაც ჩაწერეს.
·     მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, რაიმე ცხოველის მიმბაძველი ინტონაციები ჩაწერონ კომპიუტერულ პროგრამაში, შემდეგ დაუმატონ რაიმე მოკლე მოტივი („გააგრძელონ“ მუსიკალური აზრი) და კლასს წარუდგინონ ნამუშევარი.


თემა:  ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ გადმოიცემა სხვადასხვა მუსიკალური ინტონაციით, რიტმითა და ტემპით ბუნების მოვლენები?

ცნებები:
გამომსახველობითი ინტონაციები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   მასწავლებელი ასმენინებს კლასს ქარის ღმუილს და სთხოვს ხმით მიბაძონ ქარის ღმუილს. მასწავლებელი ამახვილებს მოსწავლის ყურადღებას ხმის მოძრაობაზე შემდგომში ასმენინებს მუსორგსკის სიმფონიურ სურათის  „ღამე მელოტ მთაზე“ ნაწყვეტს  და სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ ქარის ღმუილის ინტონაციები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
·   მასწავლებელი ასმენინებს კლასს რამდენიმე ნაწარმოებს და სთხოვს მათ, ამ ნაწარმოებებში ამოიცნონ ბუნების რაიმე მოვლენის ინტონაციები და მოსაზრებები წარუდგინონ კლასს.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:

როგორ გამოვიყენოთ მუსიკალური ინტონაციები,  რიტმი და ტემპი  ბუნების მოვლენების გადმოსაცემად?

როგორ ჩავწეროთ ბუნების ამსახველი ინტონაციები და რიტმი?


ცნებები:
გამომსახველობითი ინტონაციები, ტემპი რიტმი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ხმით მიბაძონ ბუნების რაიმე მოვლენას, ჩაწერონ ეს ინტონაციები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით გარკვეული სიმბოლოებით და გააჟღერონ თავისი ჩანაწერი კლასში.
·     მოსწავლეები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით სიმბოლოებით ჩაწერენ ბუნების მოვლენის ინტონაციებს,  დაადებენ ჩანაწერს რაიმე ხმის ეფექტს და ასმენინებენ კლასს ბუნების ამა თუ იმ მოვლენის გამოსაცნობად.


მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა: წვეულებები და დღესასწაულები  სახლში და გარეთ

1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
როგორ იქმნება სადღესასწაულო განწყობა მელოდიის, რიტმისა და ტემპის მეშვეობით?

როგორ გადმოიცემა მუსიკალურ ინტონაციაში მეტყველების მანერა, ქცევის სტილი, ჟესტი, რომელიც წვეულების, დღესასწაულის დროს წარმოქმნილ ემოციებს გამოხატავს?

რა საერთო მუსიკალური ინტონაციებია სხვადასხვა ქვეყნის სადღესასწაულო ხალხურ სიმღერებში ან ცეკვებში?

ცნებები:
რიტმი, ტემპი, მუსიკალური ინტონაცია; ინტონაცია, როგორც წარმოთქმის მანერა; მელოდია; აკომპანემენტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     გონებრივი იერიში - მასწავლებელი კლასთან საუბრობს სხვადასხვა რიტუალზე, რომელიც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში: მისალმება, გაცნობა, მიწვევა, სუფრა, სხვადასხვა ცერემონია (იუბილე, დაჯილდოება, აღლუმი და ა.შ). შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს სხვადასხვა ცეკვის ვიდეოჩანაწერს და სთხოვს მოსწავლეებს, რომელიმე ცეკვა მიამსგავსონ გარკვეულ რიტუალს. კლასში იმართება დისკუსია, თუ რა ნიშნით  დაუკავშირეს ესა თუ ის ცეკვა რომელიმე რიტუალს (მაგ., რაიმე მოძრაობის, რიტმის, მუსიკის ხასიათის მიხედვით).
·     მასწავლებელი საუბრობს წვეულების მსვლელობის წესზე (სტუმრების მიღება, სუფრასთან მიპატიჟება და ა.შ.), შემდეგ მოსწავლეებთან ერთად იგი არჩევს, თუ რომელი საცეკვაო მუსიკა ესადაგება წვეულების თითოეულ ეტაპს.
·     მოსწავლემ დაბადების დღისთვის უნდა შეარჩიოს სხვადასხვა ხასიათის საცეკვაო მუსიკა, რომელიც წარმოაჩენს ამ რიტუალის ყოველ ეტაპს (სტუმრის დახვედრა, მილოცვა, საჩუქრების გადაცემა, სადღესასწაულო ტორტის გამოტანა, ა.შ.).
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ შევარჩიოთ მელოდიის ინტონაციები, რიტმი და ტემპი, რომლებიც გარკვეულ სადღესასწაულო განწყობას შეგვიქმნის?

რა სიმბოლოებით შეიძლება აღვნიშნოთ ინტონაცია მეტყველების დროს?

რა სიმბოლოებით შეიძლება აღვნიშნოთ მელოდიის მოძრაობა?

ცნებები:
რიტმი, ტემპი, აკომპანემენტი, მუსიკალური ინტონაცია, ინტონაცია მეტყველების დროს, მელოდია.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     მოსწავლეები ქმნიან კოლაჟს სხვადასხვა საცეკვაო მუსიკისგან, რომელიც წარმოაჩენს რაიმე დღესასწაულის (მაგ. საოჯახო,  სამოქალაქო დღესასწაულის, ახალი წლის) მსვლელობას;
·     მასწავლებელი აჩვენებს სურათებს, სადაც სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს ესალმება (მაგ., ორი მამაკაცი ხელის ჩამორთმევა; ორი გოგონას მისალმება და ა.შ.) და სთხოვს მოსწავლეებს, შეარჩიონ სამი სხვადასხვა სურათი და მიუსადაგონ გარკვეული ხასიათის საცეკვაო მუსიკა.
·     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეარჩიონ გარკვეული ხასიათის საცეკვაო მუსიკა მუსიკალური მილოცვის შესადგენად (მაგ.: დაჯილდოების ცერემონიალისთვის ან სასკოლო მეჯლისისთვის).





III კლასი
გარესამყარო მუსიკაში
თემა: ქალაქის/სოფლის ხმები
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
როგორ ვითარდება მუსიკალური აზრი სხვადასხვა  ხმაურის, მოქმედების გადმომცემი მუსიკალური ინტონაციების, რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით (მაგ.: მელოდიის განვითარება სხვადასხვა ინტონაციის, რიტმისა და ტემპის მონაცვლეობის გზით)?

ცნებები:
რიტმის, ტემპის, მუსიკალური ინტონაციების კონტრასტები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   გონებრივი იერიში - მასწავლებელი კლასს ასმენინებს ქუჩის ხმებს და სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ, რის ხმებია (მანქანის ძრავის, ფეხის ხმა, მშენებლობის ხმა, საუბარი, სიცილი და სხვ.), ხოლო შემდეგ იმსჯელონ, თუ რა მუსიკალური საშუალებებით შეიძლება ამ ხმების გადმოცემა;
·   მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მანქანის თემაზე („ავტომობილში“ ფ. პულენკის საფორტეპიანო ციკლი “გასეირნებები“; „ავტო“ ვ. ზადერაცკის საფორტეპიანო ციკლიდან „მინიატურების რვეული“) და სთხოვს მათ, დაადგინონ რა მუსიკალური ხერხებით მიგვანიშნებენ კომპოზიტორები იმაზე, რომ ნაწარმოები მანქანით მოძრაობას ასახავს.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ  შევქმნათ კოლაჟი ქალაქის სხვადასხვა ხმის, მუსიკალური ინტონაციის, რიტმისა და ტემპის მეშვეობით?

რა სიმბოლოებით შეიძლება ჩაიწეროს მუსიკალური კოლაჟი, რომელიც ქალაქის ხმაურს გადმოსცემს?

ცნებები:
მუსიკალური ინტონაციების, რიტმებისა და ტემპებისგან შედგენილი კოლაჟი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები
·   მასწავლებელი სთავაზობს კლასს ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა საშუალებებით შეიძლება ხმით, ტუჩით და სხვადასხვა საგნის დახმარებით მანქანის ძრავის ხმის იმიტირება. შემდეგ სთავაზობს კლასს, ხმით წარმოქმნან მანქანის ძრავის ხმა. წინასწარ შეთანხმებული ნიშნებით მასწავლებელი უჩვენებს კლასს მანქანის სიჩქარის მომატებას. სიჩქარის მომატებისას კლასი ზევით წევს ხმას, როგორც ამას მანქანას ძრავი აკეთებს. შემდეგ მასწავლებელი ანიშნებს სიჩქარის დაკლებას. სავარჯიშოს მთავარი ამოცანაა, ყველა მოსწავლემ შეძლოს დაახლოებით ერთ სიმაღლეზე აწიოს ან დაწიოს ბგერა.
·   მასწავლებელი აჩვენებს სხვადასხვა მაღაზიის ვიტრინების სურათებს და სთხოვს მოსწავლეებს, მოცემული მუსიკალური მაგალითები რაიმე ნიშნით დაუკავშირონ ვიტრინების სურათებს (იგივე შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა შენობის სურათებზე).

თემა:  მუსიკალური გასეირნება ქალაქში/სოფელში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალური რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

რა  ხერხებით შეუძლია მუსიკას მოგვითხროს გასეირნების დროს მიღებულ სხვადასხვა გამოცდილების შესახებ (მუსიკალური განვითარების უმარტივესი პრინციპები)?


ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; კონტრაპუნქტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითი:
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ნაწყვეტს გერშვინის სიმფონიური პოემიდან „ამერიკელი პარიზში“,  სთხოვს მათ გამოიცნონ ამერიკელის თემა და ახსნან, თუ რა ნიშნით ამოიცნეს მათ ეს თემა (მასწავლებელი მოსმენამდე  უყვება მოსწავლეებს ამ ნაწარმოების შესახებ). შემდეგ მასწავლებელი ეკითხება კლასს, თუ რატომ მეორდება მრავალჯერ ეს თემა მთელი ნაწარმოების მანძილზე; რა როლს ასრულებს ეს თემა ამ ნაწარმოებში და ა.შ. (იგივე შეიძლება გაკეთდეს მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“).
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ  გამოვიყენოთ მელოდიური და რიტმული ოსტინატო ქალაქში/სოფელში მოგზაურობის შესახებ მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად?

როგორ  ჩავწეროთ მუსიკალური კომპოზიცია?

ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; კონტრაპუნქტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·      მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. იწყებს ერთი ჯგუფი და ინსტრუმენტებზე უწყვეტად იმეორებს რაიმე რიტმულ ფიგურაციას, მას უერთდება შემდეგი ჯგუფი განსხვავებული რიტმული ფიგურიაციით და ა.შ.. ასე ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფი უკრავს სხვადასხვა რიტმულ ფიგურაციას და იქმნება პოლირიტმული კომპოზიცია. ამ კომპოზიციას შეიძლება დაერქვას „სხვადასხვა ფეხით მოსიარულე ქალაქის ქუჩებში“ (იგივე შეიძლება შესრულდეს ინსტრუმენტებზე სხვადასხვა მოკლე  მოტივების ერთდროულად დაკვრით).
·     მოსწავლემ უნდა შექმნას მუსიკალური კოლაჟი გასეირნება ნაცნობ ქუჩაზე სხვადასხვა მოტივისა და რიტმის მონაცვლეობით.

მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა:  ჩემი ცხოვრების ერთი დღე
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალური რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ შეიძლება  მუსიკალური ინტონაციებით რაიმე მოქმედების დამახასიათებელი განწყობის გადმოცემა?



ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; სხვადასხვა ემოციის გადმომცემი ინტონაციები მელოდიაში.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი მონოტონურად და ინტონაციური მრავალფეროვნებით წარმოთქვამს ლექსს, ფრაზას და სთხოვს მოსწავლეებს  ამოიცნონ, თუ რომელი ჟღერს უფრო მოსაწყენად.
·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს ორ კოლაჟს, რომელიც უფროსის და ბავშვის ხმებისგან არის შედგენილი. შემდეგ იგი სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ, რომელი კოლაჟი ასახავს უფროსის ან  ბავშვის ჩვეულებრივ დღეს. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ახსნან, თუ როგორ ამოიცნეს ისინი.
·         მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს  ერთი და იმავე მოქმედების დროს გამოცემულ ხმას სხვადასხვა მუსიკალური თანხლებით.  სთხოვს მათ იმსჯელონ, რა ემოციურ დატვირთვას აძლევს ამ ხმას სხვადასხვა მუსიკა.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ უნდა შეირჩეს მუსიკალური თანხლება, რომელიც გარკვეულ მოქმედებას რაიმე განწყობას შეუქმნის?

როგორ შეიძლება სხვადასხვა ხმით და მუსიკალური მასალით შეიქმნას კოლაჟი, რომელშიც რაიმე საქმიანობა/მოქმედება და მისგან გამოწვეული განწყობა იქნება გადმოცემული?

ცნებები:
მოტივი, ტემპის მონაცვლეობა, მოტივის მონაცვლეობა, მუსიკალური კოლაჟი, მუსიკალური კომპოზიცია.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     მოსწავლემ მასწავლებლის მოქმედების ხმას უნდა შეურჩიოს ორი სხვადასხვა მუსიკალური თანხლება და ახსნას, თუ რა ემოციურ დატვირთვას იძენს ერთი და იგივე ხმა სხვადასხვა მუსიკალურ თანხლებასთან ერთად.
·     მოსწავლემ უნდა შექმნას ხმებისა და მუსიკალური თანხლებისგან კოლაჟი, რომელიც მის ერთ გატარებულ დღეს ასახავს.


IV კლასი

გარესამყარო მუსიკაში

თემა: მუსიკა და ტელევიზია

1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ მოქმედებს მუსიკა ტელემაყურებლის ემოციაზე?




ცნებები:
მუსიკალური ფრაზა, ხმის ეფექტები, ტემბრი, მუსიკალური ფაქტურა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·       მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ცნობილი ტელეგადაცემების მუსიკალურ ქუდებს (მაგ., ეკი-ვოკი, ეკოვიზია, კურიერი, ვანოს შოუ, ნანუკას შოუ და ა.შ.) და სთხოვს მოსწავლეებს, ამ მუსიკალური ქუდების მიხედვით გამოიცნონ გადაცემები. შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რა ჟანრის არის ეს გადაცემები (ინფორმაციული, თოქ-შოუ, გასართობი და ა.შ.), რით  განსხვავდება ამ გადაცემების  მუსიკალური ქუდები ერთმანეთისგან, რა ხასიათი აქვთ, ქრონომეტრაჟი და ა.შ.
·       დისკუსია თემაზე: როგორ განაპირობებს გადაცემის შინაარსი „მუსიკალური ქუდის“ ხასიათს, ქრონომეტრაჟს. მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სხვადასხვა უცნობი გადაცემის „მუსიკალურ ქუდს“ და სთხოვს მათ, გამოთქვან მოსაზრებები, თუ რომელი „მუსიკალური ქუდი“ რომელი ჟანრის ტელეგადაცემას მოუხდება. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და მოჰყავთ არგუმენტები (მსჯელობენ „მუსიკალური ქუდების“ ხასიათზე და ქრონომეტრაჟზე).
·       მასწავლებელი სთავაზობს კლასს რომელიმე საინფორმაციო გადაცემის ანონსს და სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღება მიაქციონ, როგორი მუსიკა ჟღერს ანონსის დასაწყისში და გადაცემის წამყვანის ტექსტის  წარმოთქმის დროს. მოსწავლეები საუბრობენ, როგორია მუსიკა იმ დროს, როდესაც არ ისმის ტექსტი და იმ დროს, როდესაც ტექსტი ჟღერს. მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ როგორ იცვლება მუსიკის ხასიათი, როდესაც მას მოხმობის ან ფონის ფუნქცია აკისრია.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა
შეკითხვები:
როგორ უნდა შევარჩიოთ მუსიკა ტელეპროგრამისთვის?


როგორ შეიძლება ჩაიწეროს გადაცემის ქუდი?


ცნებები:
მუსიკალური ფრაზა, ხმის ეფექტები, ტემბრი, მუსიკალური ფაქტურა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     I ეტაპი: მასწავლებელი ასმენინებს კლასს რამდენიმე მუსიკალურ ნაწყვეტს და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ ნაწყვეტშია მუსიკალური თემა, მათი აზრით, დასრულებული და რომელში - დაუსრულებელი. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს. II ეტაპი: მასწავლებელი მღერის რაიმე მუსიკალური თემის დასაწყისს და სთხოვს მოსწავლეებს სიმღერით დაასრულონ იგი. III ეტაპი: შემდეგ მასწავლებელი უკრავს ინსტრუმენტზე  სხვადასხვა ხასიათის თანხლებას და სთხოვს მოსწავლეებს ამოირჩიონ ის თანხლება, რომელიც, მათი აზრით, უფრო შეესაბამება ამ მუსიკალურ თემას. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაადგინონ, თუ რომელი ტიპის გადაცემას მოუხდებოდა ეს მუსიკა.
·     მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალური თემის დასაწყისს და სთხოვს მათ, დაასრულონ ისინი და შეთავაზებული თანხლებებიდან ყოველ თემას შეურჩიონ სათანადო თანხლება.
·     მასწავლებელი ასმენინებს რამდენიმე ვოკალურ „მუსიკალურ ქუდს“ და სთხოვს მოსწავლეებს რაიმე გადაცემის სახელწოდების წამღერებას რაიმე მოტივზე და „მუსიკალური ქუდის“ შექმნას. მსჯელობის შედეგად შეირჩევა საუკეთესო „მუსიკალური ქუდი“.


მუსიკა და ჩვენი ყოფა


თემა: მუსიკა და თავისუფალი დრო
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ შეუძლია მელოდიურ მოძრაობას, რიტმულ ფიგურაციებს და კილოს აქტიური ან პასიური დასვენებისთვის განწყობის შექმნა?


ცნებები:
მელოდიის მწყობრი ან ნახტომებით მოძრაობა, ინტერვალი, რიტმული ფიგურაციები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·       გონებრივი იერიში თემაზე: თავისუფალი დროის გატარების რა ხერხები იციან მოსწავლეებმა, რა იციან აქტიური ან პასიური დასვენების შესახებ. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალურ მაგალითს (მაგ.: ლეროი ანდერსონის „მებუკეების დღესასწაული“; მოცარტის „ადაჯო“ დივერტისმენტიდან „LodronK. 287; ლეროი ანდერსონი „გასეირნება ციგებით“) და სთხოვს მათ, დაასახელონ ის მუსიკალური მაგალითები, რომლებიც აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს.
·       დისკუსია თემაზე: რა ხასიათს სძენს მუსიკას სხვადასხვა მელოდიური მოძრაობა. ამისათვის მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ორ მელოდიურ მოძრაობას ნებისმიერი სიმბოლოთი (მაგ., მოკლე ხაზებით ან წერტილებით), ერთ მაგალითში ეს სიმბოლოები გვერდიგვერდ აღმავალი მიმართულებით არის განლაგებული, ხოლო მეორეში ასევე აღმავალი მიმართულებით ერთმანეთისგან დაშორებით არის განლაგებული. მასწავლებელი უხსნის კლასს, რომ მან ამ სიმბოლოებით ორი ტიპის მელოდიური მოძრაობა გამოსახა და შემდეგ სვამს კითხვას, თუ რომელია მელოდიის მწყობრი მოძრაობის  და ნახტომებით მოძრაობის გამოსახულება. შემდეგ იგი სთხოვს კლასს, კიდევ ერთხელ ყურადღებით მოუსმინონ ლ. ანდერსონის „მებუკეების დღესასწაულის“ დასაწყისს და დაადგინონ  მელოდიური მოძრაობის რომელ ჩანაწერშია იგი წარმოდგენილი.

2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ შეიძლება  მელოდიის მოძრაობისა და რიტმული ფიგურაციების სხვადასხვა მეტრით ორგანიზება, რათა შევძლოთ აქტიური ან პასიური დასვენებისთვის  მუსიკალური ფონის შექმნა? 

რა სიმბოლოებით შეიძლება აღინიშნოს მეტრით ორგანიზებული რიტმული ფიგურაციები?

ცნებები:
ნახტომები ინტერვალებზე მელოდიაში, მელოდიური და რიტმულის ფიგურაციების თანმიმდევრობა, ორწილადი, სამწილადი, ოთხწილადი მეტრი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         I ეტაპი. მასწავლებელი უჩვენებს ნოტებით ჩაწერილ მელოდიურ ფიგურაციას, მაგ., აღმავალი მელოდია კვარტსექსტაკორდის ბგერებზე, სადაც მეორდება კვინტური ბგერა და უკრავს ამ მელოდიას (შეიძლება კლასსაც ამღეროს). შემდეგ ასმენინებს რამდენიმე ნაწარმოებიდან ფრაგმენტებს, მათ შორის ამავე დროს არის: ლეროი ანდერსენის „მებუკეების დღესასწაული“; გია ყანჩელის „ის აქ არის“; პეტიას თემა სერგეი პროკოფიევის  სიმფონიური ზღაპრიდან „პეტია და მგელი“, მათი მელოდიაც ამ აკორდის ბგერებზე მოძრაობს (რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტონალობაში). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სხვა ნაწარმოებიდან ამ სამის ამოცნობას. II ეტაპი. კლასი მსჯელობს, თუ რა ხასიათისაა ეს ნაწარმოებები და რა სძენს ერთსა და იმავე მელოდიურ მოძრაობას ამ ხასიათს. III ეტაპი. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს რაიმე მელოდიურ ფიგურაციას და სთხოვს მათ, სხვადასხვა ხერხით ამ მელოდიურ ფიგურაციას განსხვავებული ხასიათი შესძინონ.
·          მასწავლებელი აძლევს რაღაც მოკლე ბგერათა თანმიმდევრობას და სთხოვს სხვადასხვა ხერხით შექმნას პატარა პიესა, რომელიც ორი სხვდასხვა ტიპის დასვენების სტილს გადმოსცემს.




მუსიკა და კინო
თემა: მუსიკის როლი ანიმაციაში და საყმაწვილო კინოში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალური რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ იქმნება მუსიკის დახმარებით მხატვრული სახე ანიმაციაში?

როგორ იქმნება მხატვრული სახეები საყმაწვილო კინოში?

ცნებები:
მუსიკალური თემა, მუსიკალური ეფექტები, მუსიკალური დახასიათება,  ტემბრი, ლაიტმოტივი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     გონებრივი იერიში - მასწავლებელი ასმენინებს  კლასს რამდენიმე მუსიკალურ თემას, რომლებიც წარმოადგენენ ცნობილ ანიმაციურ გმირებს და სთხოვს მოსწავლეებს, გამოიცნონ ისინი.
·     მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს რაველის „ბოლეროს“ ფრაგმენტს, სთხოვს, ისაუბრონ მის თავისებურებაზე (მაგ.: როგორ ვითარდება მუსიკა; როგორია რიტმული ნახაზი მელოდიაში, თანხლებაში  და ა.შ). მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მიუთითონ ამ ფრაგმენტში რიტმული ოსტინატო და რიტმული კონტრაპუნქტი (თანხლების რიტმული ოსტინატო და მელოდიის რიტმული ფიგურაციები). კლასში იმართება დისკუსია, თუ რა ასოციაციას ქმნის რიტმული ოსტინატო  (ერთსა და იმავე თემებს ნელ-ნელა იტაცებს ორკესტრის ყველა ინსტრუმენტი). მასწავლებელს შეუძლია კლასს დამხმარე კითხვები დაუსვას: რა მეორდება ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად? როგორ იცვლება თემა ყოველი გამეორებისას? რა ასოციაციას იწვევს ის, რომ  ერთსა და იმავე მუსიკალურ მასალას  მეტი და მეტი ინსტრუმენტი ასრულებს? და ა.შ. მოსწავლეები აღწერენ თავიანთ ასოციაციებს, მასწავლებელი კი უჩვენებს  უ. ბოცეტოს ანიმაციურ ფილმს  «Allegronontroppo» — «Bolero»  და სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ, თუ რა დაემთხვა/არ დაემთხვა  ფილმში წარმოდგენილ ვიზუალურ  რიგში მათ წარმოდგენებს  ამ მუსიკის შესახებ.
·     მასწავლებელი სთავაზობს კლასს ორი მულტიპლიკაციური ფილმის "ფერადი ფანქრები" (რეჟ. ავო პაისტიკი; კომპ. აარვოპიარტი) და "ტომი და ჯერი" (რეჟ. უილიამ ჰანა; კომპ. სკოტ ბრედლი) საუნდტრეკების ფრაგმენტებს. მასწავლებელი არ ასახელებს მულტფილმების სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდები, თუ რის შესახებ შეიძლება იყოს ამ საუნდტრეკებზე შექმნილი მულტფილმები; რით განსხვავდებიან ერთმანეთს ამ ორი მულტფილმის მუსიკალური თანხლებები. (თუ კი მოსწავლეებს გაუჭირდათ მუსიკის განსხვავებებზე საუბარი, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს დამხმარე  კითხვების დასმა, მაგ., რომელ მუსიკალურ თანხლებაში ჟღერს უფრო გაშლილი "ხანგრძლივი" მუსიკალური თემები-მელოდიები; რომელ მუსიკალურ თანხლებაში იცვლება სწრაფად მუსიკალური მოტივები, რიტმები, რას გამოხატავენ ეს მოკლე მოტივები, ინტონაციები და  ა.შ.). ამ აქტივობის ჩატარება სხვაგვარადაც შეიძლება: მასწავლებელი უყვება ორივე მულტფილმის მოკლე შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ ასმენინებს ორივე საუნდტრეკს და სთხოვს მოსწავლეებს, გამოიცნონ რომელი მუსიკა რომელ სიუჟეტს ესადაგება. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ორივე მულტფილმს მუსიკალური თანხლებით, რათა მოსწავლეებმა დაადგინონ, რამდენად მართებული იყო მათი ვარაუდები. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ ამ ორი მუსიკალური თანხლების განსხვავებებზე.

2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:

რა გამომსახველობითი ხერხები გამოვიყენოთ ანიმაციური ფილმის მოკლე ეპიზოდისთვის მუსიკალური თანხლების შესაქმნელად?

რა სიმბოლოებით შეიძლება ჩაიწეროს მუსიკალური თანხლება?

ცნებები:
ტემბრი, რეგისტრი, მუსიკალური თემა,  ლაიტმოტივი, რიტმი, ტემპი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         მასწავლებელი რომელიმე მულტფილმიდან მოსწავლეებს სთავაზობს პატარა მონაკვეთს (მაგ., რომელიმე პერსონაჟის სიარული, სირბილი, ცეკვა ან რამდენიმე მოძრაობის თანმიმდევრობას), იგი კლასთან ერთად მსჯელობს, თუ რა ტემპის, რომელ რეგისტრში შესრულებული, რა ხასიათის მუსიკალური თანხლება მოუხდებოდა ამ მონაკვეთს. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, რომელიმე სხვა მულტფილმის საუნდტრეკიდან შეარჩიონ ამ პატარა მონაკვეთისთვის სათანადო მუსიკალური თანხლება.
·         მასწავლებელი სთავაზობს რომელიმე მულტფილმის ნაწყვეტს (ხმის გარეშე) და სთხოვს მოსწავლეებს უკვე ნანახი მულტფილმების "ფერადი ფანქრები" (კომპ. აარვოპიარტი) და "ტომი და ჯერი" (კომპ. სკოტ ბრედლი) მუსიკალური თანხლება გამოიყენონ ამ ეპიზოდის გახმოვანებისთვის. ამისთვის მათ დასჭირდებათ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დაეხმარება ამ მუსიკალური მასალის დახმარებით ახალი კოლაჟი-საუნდტრეკის შესაქმელად. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მუსიკალური მასალის შერჩევა ტემბრის, რიტმის, განწყობის მიხედვით.
·         მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ რომელიმე ხუთწუთიანი მულტფილმი და სხვადასხვა საუნდტრეკის გამოყენებით  შეუწყონ შერჩეულ მულტფილმს მუსიკალური თანხლება.





 V კლასი

რეალური და წარმოსახვითი მუსიკაში
თემა: ზღაპრული სამყარო მუსიკაში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:

როგორ იქმნება ზღაპრული სახეები მუსიკაში?




ცნებები:
ქრომატიზმი, მყარი და არამყარი საფეხურები, დისონანსი, ინტონაცია, მაჟორული და მინორული კილო, ალტერაციის ნიშნები (დიეზი, ბემოლი, ბეკარი)
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     გონებრივი იერიში - მასწავლებელი ასმენინებს კიკიმორას თემის (რამდენიმე ტაქტი ქრომატული სვლა) საორკესტრო ვერსიას ანტონ ლიადოვის სიმფონიური სურათიდან „კიკიმორა“. შემდეგ უკრავს ინსტრუმენტზე ან ასმენინებს ამ თემის მხოლოდ მელოდიურ ხაზს და სთხოვს კლასს ამ მუსიკალური ნაწყვეტის დახასიათებას. შემდეგ კლასთან ერთად მსჯელობს იმაზე, თუ რა სძენს ამ თემას გარკვეულ ხასიათს. მხოლოდ ამის შემდეგ მასწავლებელი ასახელებს ამ ნაწარმოებს და უყვება მოკლედ ამ ზღაპრული პერსონაჟის შესახებ. შემდეგ იგი ასმენინებს  ამ ნაწარმოების მეორე ნაწილს presto და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ მუსიკაში ამ პერსონაჟის სხვა თვისებები და დაასახელონ ის გამომსახველობითი ხერხები, რომლითაც მათ ამოიკითხეს ეს თვისებები (რიტმი, ინტონაცია, რეგისტრი, ტემბრი).
·     მასწავლებელი უკრავს ინსტრუმენტზე დაღმავალ და აღმავალ ქრომატულ გამას (შეიძლება მასწავლებელმა ამღეროს მოსწავლეებს ეს დაღმავალი და აღმავალი გამა). შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით მოუსმინონ რამდენიმე თემას სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებიდან და ამოიცნონ, თუ რომელ თემაშია გამოყენებული ეს ქრომატული სვლა (მაგალითისთვის სხვა ნაწარმოებთან ერთად, რომელშიც არ არის ქრომატული სვლა, შეიძლება შემდეგი ნაწარმოებების გამოყენება: დებიუსის „ფავნის შუადღის დასვენება“; გრიგის „ჯუჯების მარში“ სუიტიდან „პერ გიუნტი“;  პროკოფიევის ზამთრის ფერიის ცეკვა ბალეტიდან „კონკია“). მოსწავლეები ამოიცნობენ ქრომატულ სვლებს ნაწარმოებებში, ხოლო შემდეგ მასწავლებელი უხსნის მათ, რომ ყველა ეს ნაწარმოები ჯადოსნური გმირების მუსიკალური პორტრეტებია. (მსგავსი სავარჯიშო შეიძლება გაკეთდეს მინორულ და მაჟორულ კილოზე. ამ შემთხვევაში შეიძლება ისეთი ზღაპრული მუსიკალური სახეებს გამოყენება, როგორიცაა ლიადოვის  კატა ბაიუნის თემა სიმფონიური მინიატურიდან „კიკიმორა“, გრიგის „მთის მეფის აკლდამაში“ სუიტიდან „პერ გიუნტი“;  სტრავინსკის კაშჩეის სამეფოს საძაგელი როკვა  ბალეტიდან „ფასკუნჯი“).
·     რიმსკი-კორსაკოვის ინდოელი სტუმრის არიის საორკესტრო ვარიანტისთვის ოპერიდან „სადკო“ რაიმე ზღაპრული პერსონაჟის ან ზღაპრული სცენის დახატვა ან, პირიქით, რაიმე ზღაპრულ სიუჟეტზე აგებულ ფერწერული ნაწარმოებისთვის მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მუსიკალური მაგალითებიდან ერთ-ერთის შერჩევა. მოსწავლემ უნდა ახსნას რა ნიშნით შეარჩია ესა თუ ის მუსიკალური მაგალითი.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, სატელევიზიო გადაცემის ქუდის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა;

მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურის და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;

მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:

როგორ იყენებენ კილოს არამყარ საფეხურებს მუსიკაში ზღაპრული სახეების გადმოსაცემად?

როგორ ჩავწეროთ მუსიკალური მელოდია, რომელიც ქრომატულ სხვლაზეა აგებული?

ცნებები:
ტემბრი, რეგისტრი,  მუსიკალური თემა,  ლაიტმოტივი, რიტმი, ტემპი, ქრომატული სვლები, დისონანსი, კონსონანსი, ალტერაციის ნიშნები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         მასწავლებელი დაუკრავს კლასის წინაშე სხვადასხვა სახის აკორდს (კონსონანსსა და დისონანსს) და სთხოვს მოსწავლეებს, აღწერონ თუ რა გრძნობას იწვევს ესა თუ ის აკორდი, რა ზღაპრული სახე წარმოუდგებათ თვალწინ ამ აკორდების მოსმენისას. მასწავლებელი უხსნის განსხვავებას ამ აკორდებს შორის (მასწავლებელი თავად განსაზღვრავს, თუ რა მოცულობის თეორიული მასალა უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, სასურველია, რომ მან არ გადატვირთოს სასწავლო პროცესი ზედმეტი დეტალებით და იყოს უკიდურესად ლაკონიური. მუსიკის გაკვეთილი არ უნდა გადაიქცეს მხოლოდ სოლფეჯიოს გაკვეთილად).
·         მასწავლებელი წარუდგენს რაიმე ზღაპრული პერსონაჟის სურათს და სთავაზობს მოსწავლეებს, გარკვეული მუსიკალური ხერხებით შექმნან მისი მუსიკალური პორტრეტი. მოსწავლეებმა მუსიკალური ელემენტებით უნდა  გადმოსცენ მისი რომელიმე გარეგნული ნიშანი, სავარაუდო სიარული, მოძრაობის მანერა (მაგ., ხტომა-ხტომით, სწრაფი, ნელი), მისი ხასიათი (კეთილი, ბოროტი), სიმღერით გადმოსცეს მისი ლაპარაკის მანერა  და ა.შ.
·         მასწავლებლის მიერ მიცემულ მუსიკალური მასალისგან მოსწავლეებმა ქმნიან მუსიკალურ თანხლებას  საყვარელი ზღაპრის მიხედვით და წარუდგენენ (წაუკითხავენ) თანაკლასელებს




მუსიკა და თეატრი

თემა: მუსიკა დრამატულ  თეატრში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:

როგორ ჩანს სპექტაკლის მუსიკაში რეჟისორის ჩანაფიქრი? 




ცნებები:
სიუჟეტური და პირობითი მუსიკა.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი სთავაზობს კლასს მ. თუმანიშვილის სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა": 1. მეფის ასულისა და ჭინჭრაქას გაცნობა და ტყის მხეცების რეპეტიცია; 2. ბაყბაყდევისა და ქოსა მრჩევლის პირველი სცენა. პირველი ეპიზოდის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, თუ რა მნიშვნელობა (ფუნქცია) ეძლევა ჭინჭრაქასა და მეფის ასულის სიმღერას და მხეცების კვარტეტს. რომელი სიმღერა გადმოსცემს პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას და რომელია განპირობებული სპექტაკლის შინაარსით (სიუჟეტით); რა დატვირთვა აქვს მუსიკას ბაყბაყდევისა და ქოსა მრჩევლის სცენაში.
·         მოსწავლეებმა საუბრობენ ნანახი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმების ფუნქციებზე: ასახელებენ ეპიზოდებს, სადაც, მათი აზრით, მუსიკა გამოყენებულია როგორც ფონი, რომელიც სცენის განწყობას, პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას, სპექტაკლის მთავარ იდეას გადმოსცემს;
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს რომელიმე სპექტაკლის გმირს (ზღაპრულს ან რეალურს) შეურჩიონ რაიმე სიმღერა, რომელიც გადმოსცემს მის ხასიათს და იმღერონ ისე, როგორც, მათი აზრით, ეს გმირი იმღერებდა.

2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, სატელევიზიო გადაცემის ქუდის, მუსიკალური ლოგოტიპის)  შექმნა;
მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურისა და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:

რა პრინციპით შევურჩიოთ სპექტაკლს მუსიკალური თანხლება?

რა სიმბოლოებით აღვნიშნოთ თანხლება?

ცნებები:
კონტრასტული, ილუსტრაციული და ასოციაციური მუსიკალური ფონი, რიტმი, ტემპი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·      მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ რაიმე სიტუაცია (ახლობელი ადამიანის შორეულ ქვეყანაში გაცილება; სკოლის რაიმე სიტუაცია და ა.შ.) ახლო წარსულიდან, რომელმაც მათში გარკვეული ემოციური კვალი დატოვა (მხიარული, სევდიანი და ა.შ.)  და  შეურჩიონ სათანადო (მხიარული სიტუაციისთვის მხიარული მუსიკა) და საპირისპირო (მხიარულ სიტუაციისთვის სევდიანი) განწყობის მუსიკა. სიტუაცია გაითამაშონ თანაკლასელებთან ერთად შერჩეული მუსიკის თანხლებით. შემდეგ მთელმა კლასმა იმსჯელოს, გათამაშებულ სცენას რომელი მუსიკა უფრო მოუხდა:  სათანადო  თუ საპირისპირო განწყობის. ასე მოსწავლეები ჩაწვდებიან კონტრასტული მუსიკალური თანხლების არსს.
·     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ცხოვრების რაიმე მოვლენასა და გარკვეული ჟანრის მუსიკასთან ასოციაციური კავშირების გაბმას (მაგ., მონატრება - სევდიანი ხალხური სიმღერა);
·     მოსწავლემ უნდა მოიფიქროს პატარა სცენები, რომელშიც ის გამოიყენებს სათანადო ფუნქციის მატარებელ მუსიკალურ გაფორმებას.

თემა:  მუსიკა პანტომიმის თეატრში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:

როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჟესტი და მუსიკა პანტომიმაში? 




ცნებები:
მეტყველი ჟესტი და მუსიკალური ინტონაცია.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·     გონებრივი იერიში - მასწავლებელი სთავაზობს კლასს ჯერი ლიუისის პანტომიმებს ფილმიდან “პორტიე“ ეპიზოდი „დირიჟორობა“ (Bellboy: Conducting)https://www.youtube.com/watch?v=i8ndNSiIASg; ფილმიდან „ხელზე მოსამსახურე ბიჭი“, ეპიზოდი „პანტომიმა - ბოსი“
(“ErrandBoy”: pantomime) https://www.youtube.com/watch?v=Q4v8UdkTx30; პანტომიმა „მბეჭდავი“
https://www.youtube.com/watch?v=rxCQ2KbmSGA , და სთხოვს მოსწავლეებს დაადგინონ, თუ რა ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ თანხლებას (პირობითი, ილუსტრაციული თუ ასოციაციური). პასუხები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მოსწავლეებმა  უნდა დაასაბუთონ თავიანთი ვერსიები.
·     მასწავლებელი კვლავ უბრუნდება ჯერი ლიუისის პანტომიმას „დირიჟორობა“ და სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ, თუ რა ჟესტებით გამოსახავს ამა თუ იმ მელოდიურ სვლას (მელოდიაში ნახტომს, აღმავალ სვლას, დაღმავალს სვლას და ა.შ.) - ყოველთვის ერთი და იმავე ჟესტით ასახავს, თუ არის სხვადასხვა ვარიანტი და ა.შ. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი ვარიანტების შეთავაზება. იგივე აქტივობა შეიძლება ჩატარდეს ჯერი ლიუისის დანარჩენ ორ პანტომიმაზეც.
·     მოსწავლეები ინტერნეტში პოულობენ მაგალითებს, სადაც პანტომიმის სკეტჩებში ჟესტით გადმოცემულია მელოდიის მოძრაობა (ინტონაცია), მუსიკის დინამიური ნიშნები (piano, forte, crescendo,diminuendo და ა.შ.) .
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, მუსიკალური ლოგოტიპის)  შექმნა;
მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურის და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:
როგორ შევურჩიოთ მიმიკურ ეტიუდს მუსიკალური თანხლება, რომელიც მაყურებელს დაეხმარება იმის დანახვაში, რაც არ ჩანს?

როგორ შეიძლება ჩაიწეროს მიმიკური ეტიუდის მუსიკალური თანხლება?

ცნებები:
კონტრასტული, ილუსტრაციული და ასოციაციური მუსიკალური ფონი, რიტმი, ტემპი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი სთავაზობს როუენ ატკინსონის პანტომიმას „უჩინარი ბარაბანი“ („invisibledrum”) https://www.youtube.com/watch?v=A_kloG2Z7tU  და სთხოვს მოსწავლეებს იმის დადგენას, თუ რა როლს თამაშობს ხმა ამ სკეტჩში - მხოლოდ თანმხლებია თუ თანამთხრობელი. ამ აქტივობით უნდა გამოჩნდეს, თუ როგორ ეხმარება ხმა მაყურებელს იმის დანახვში რაც არ ჩანს. შემდეგი მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ანალოგიური სკეტჩი, სადაც რაიმე სხვა უჩინარი საგანი ან არსება მხოლოდ ხმებითა და ხმაურით იქნება წარმოდგენილი.
·         მასწავლებელი სთავაზობს კლასს მარსელ მარსოს პანტომიმას „პეპლებზე ნადირობის ხმა“ (Bipchasselespapillons) https://www.youtube.com/watch?v=xiwolObiM1s და სთხოვს მოსწავლეებს, ახსნან, თუ რის დანახვაში გვეხმარება მხოლოდ მუსიკა და რა მომენტში უერთდება მას ჟესტიც. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ მსგავსი სკეტჩი, რომლის ერთ-ერთი მოქმედი პირი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხებით არის წარმოდგენილი.
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ სკეტჩი, სადაც მათ უწევთ ურთიერთობა წარმოსახვით არსებასთან (ცხოველთან, ადამიანთან) ან ნივთთან, რომელსაც  მუსიკა განასახიერებს.




VI კლასი
მუსიკა და კინო
თემა:  მუსიკის როლი ხმოვან კინოში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:

რა ფუნქციებს ასრულებს მუსიკა ხმოვან კინოში?





ცნებები:
კონტრასტული მუსიკალური თემები,  რიტმული კონტრასტი
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე ფრაგმენტს სხვადასხვა ფილმიდან (მაგ., „პერლ ჰარბორი“ რეჟ. მ. ბეი, 01:41:23-დან  01:43.50-მდე; „ბენ ჰური“, რეჟ. უ. უაილერი, 01:10:47-დან  01:13:52-მდე;  „ყბები“ რეჟ. ს. სპილბერგი, 00:16:23-დან  00:17:21-მდე) და სთხოვს მოსწავლეებს გამოიცნონ, თუ როგორი ტიპის მუსიკალური თანხლება არის წარმოდგენილი ამ სამ ეპიზოდში:  პირობითი თუ სიუჟეტური. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოიცნონ ამ სამი ეპიზოდიდან რომელშია ილუსტრაციული მუსიკალური ფონი გამოყენებული. შემდეგ იმავეს  ეკითხება ასოციაციურ  და  კონტრასტულ მუსიკალურ თანხლებაზე.
·   მასწავლებელი ასმენინებს საუნდტრეკს კინოტრილოგიიდან „ბეჭდების მბრძანებელი“ (რეჟ. პ ჯექსონი) “The treason of Isengard” 90:00-dan 0:38-mde)
https://www.youtube.com/watch?v=k0hmUb9j0Uo&list=PL3DC9D3B438C636A7&index=4&nohtml5=False. იგი სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ, თუ რომელი პოპულარული ფილმიდან არის ეს მუსიკალური ნაწყვეტი. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ, მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სამ ფრაგმენტს (I ფილმიდან “ბეჭდის საძმო“ 01:53;10-დან 01;53:50-მდე; „ორი ციხე-სიმაგრე“, 01:53:52-დან  01:54:39-მდე; „მეფის დაბრუნება“, 0:02:20-დან 0:03:06-მდე), სადაც ჟღერს ეს მუსიკალური თემა. მოსწავლეები გამოიცნობენ ფილმს. შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რატომ ჟღერს მათი აზრით ეს მუსიკალური თემა სწორედ ამ ეპიზოდებში. კლასში გამართული დისკუსიის შედეგად გამოიკვეთება ამ კონკრეტული მუსიკალური თემის დანიშნულება - თუ რამდენად ხიბლავს და  უბნევს ჯადოსნური ბეჭედი  პერსონაჟებს გონებას.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, სატელევიზიო გადაცემის ქუდის, მუსიკალური ლოგოტიპის)  შექმნა;

მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურის და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:
როგორ შეიძლება კინომუსიკის გამომსახველობითი ხერხების გამოყენება პერსონაჟების შინაგანი განცდების  გადმოსაცემად?


ცნებები:
კონტრასტული მუსიკალური თემები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         მოსწავლეებმა უნდა შექმნან არსებული ფილმის ტრაილერისთვის  სხვადასხვა საუნდტრეკიდან მუსიკალური თანხლება, რომელიც გადმოსცემს ფილმის ზოგად განწყობას , ჟანრობრივ თავისებურებას და ა.შ..
·         მოსწავლეებმა რომელიმე  ფილმის ერთი და იმავე ეპიზოდს უნდა შეუქმნან ილუსტრაციული და კონტრასტული მუსიკალური თანხლება (გამოყენებული შეიძლება იყოს როგორც არსებული მუსიკალური მასალა, ასევე ორიგინალური საუნდტრეკი);

მუსიკა და თეატრი
თემა: მუსიკალური თეატრი: ოპერა და მიუზიკლი
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:

როგორ გადმოიცემა ოპერაში (როკ ოპერაში), მიუზიკლში ამბის მთავარი იდეა და მასში მოქმედი პერსონაჟების ხასიათი?




ცნებები:
სასიმღერო ხმების ტიპები, საოპერო სპექტაკლის ელემენტები, საორკესტრო პარტია, ინსტრუმენტალური ანტრაქტი, არია, მუსიკალური ნომერი
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რამდენიმე სურათს (მაგ. პოსეიდონის ქანდაკება;  რაფაელის  „ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი“,  ბოტიჩელის „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი,“  კუსტოდიევის „ვაჭრის ცოლის პორტრეტი“, ჰალსი „მომღიმარე კავალერი“;  სოფი ანდერსონი „ახალგაზრდა ქალიშვილის პორტრეტი“) და ასმენინებს ვოკალურ ნაწარმოებებს (ზღვის მეფის არიოზო რიმსკი-კორსაკოვის ოპერიდან „სადკო“;  ტამინოს არია მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“;  ნორმას კავატინა ბელინის ოპერიდან „ნორმა“; დონ ჟუანის არია მოცარტის ოპერიდან „დონ ჟუანი“; ლიუბაშას არია რიმსკი-კორსაკოვის ოპერიდან „მეფის პატარძალი“) და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან თავიანთი აზრი, თუ რომელი არია რომელ სურათს ესადაგება. მასწავლებელი უხსნის, თუ რა ხმები არსებობს ოპერაში. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ სამი მამაკაცი და სამი ქალი პერსონაჟი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან და მოიფიქრონ, რომელ პერსონაჟს რომელი საოპერო ხმა მოუხდებოდა.
·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს ნაწყვეტს ვაგნერის ოპერიდან „ზიგფრიდი“  (1 აქტი, სცენა 3  Hoho! Hohei! Schmiede mein Hammer…”) https://www.youtube.com/watch?v=nRJApVjvxJE, და სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ, როგორ გადმოიცემა ორკესტრში მჭედელი უროს ხმა. იგი სთხოვს მოსწავლეებს აღწერონ, თუ რა ემოციას ბადებს ეს საორკესტრო თანხლება მათში, რა დატვირთვას სძენს უროს ხმას ეს საორკესტრო თანხლება.
·         მასწავლებელი კვლავ ასმენინებს მოსწავლეებს ზღვის მეფის არიოზოს და სთხოვს მოსწავლეებს ახსნან თუ რა ხერხებით მიგვახვედრებს კომპოზიტორი იმას რომ ეს ზღვის მეფეა.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ვალკირიების ფრენას ვაგნერის ოპერიდან „ვალკირია“. მოსწავლემ უნდა შეეცადოს ახსნას თუ რა საშუალებებით ქმნის ვაგნერი აბჯარში გამოწყობილ მითოლოგიურ  ფრთებიანი  ქალწულების სახეს.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, სატელევიზიო გადაცემის ქუდის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა;

მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურის და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;

მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:

როგორ გადმოვცეთ რეჩიტატივში პერსონაჟის  ხასიათი?



ცნებები:
რეჩიტატივი, ინსტრუმენტალური თანხლება,
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს რომელიმე მსახიობის წაკითხულ მონოლოგს ან ნაწყვეტს რომელიმე  სპექტაკლიდან, სადაც არის ორი პერსონაჟის დიალოგი. ურიგებს ამ მონოლოგის ან დიალოგის ტექსტებს და სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღება მიაქციონ ინტონაციას (ხმის მოძრაობას) ფრაზის წარმოთქმის დროს, შეეცადონ დაღმავალი ან აღმავალი კლაკნილი ხაზით აღნიშნონ ნაბეჭდ ტექსტში, თუ როგორ იყო წარმოთქმული ესა თუ ის ფრაზა. შემდეგ ამ კლაკნილი ხაზების  მიხედვით  ნოტებით დაწერონ აღმავალი ან დაღმავალი მოძრაობა. მიღებულ შედეგს ისინი აჟღერებენ მუსიკალური კომპიუტერული პროგრამით, ან მასწავლებელს აკვრევინებენ, ან თავად მღერიან.
·         ერთ-ერთი მოსწავლე „აჟღერებს“ მოცემულ ტექსტს. იგი გამოთქმით კითხულობს მას, მეორე მოსწავლე ტექსტში სხვადასხვა ნიშნით აღნიშნავს, თუ რა ინტონაციით წაიკითხა თანაკლასელმა ეს ტექსტი.




თემა: მუსიკა საბალეტო სპექტაკლში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
შეკითხვები:
როგორ იქმნება ბალეტში ცეკვისა და მუსიკის მეშვეობით მხატვრული სახე?

როგორია მუსიკის გამომსახველობითი ხერხების  როლი ბალეტში?

ცნებები:
ქორეოგრაფიული სახე, ქორეოგრაფიული ტექსტი
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში -  მასწავლებელი სთავაზობს რამდენიმე ცეკვის ვიდეოჩანაწერს და სთხოვს მოსწავლეებს, დაადგინონ ამ ცეკვის მეტრი (რამდენ თვლაზეა) და რა მოძრაობით ესმევა ხაზი მეტრის ძლიერ დროს. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ თითოეული ცეკვის ხასიათზე (მსუბუქი ხალისიანი; ნელი, სადღესასწაულო; სწრაფი ენერგიული და სხვ.).
·         მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ორი საბალეტო წარმოდგენის ფრაგმენტებს (მაგ.: „პატარა სირინოზი“ ქორ. ჯონ ნოიმაიერი, კომპ. ლერა აუერბახი,  https://www.youtube.com/watch?v=9JDfkinWRGc ; „დონ კიხოტი“ კომპ. ლუდვიგ მინკუსი, ქორ. რუდოლფ ნურიევი, https://www.youtube.com/watch?v=a2fmPmFA1wk) და სთხოვს მოსწავლეებს, ფრაგმენტების ყურებისას ყურადღება მიაქციონ, თუ რომელ მუსიკალურ თანხლებაში უფრო მკვეთრად ისმის საცეკვაო რიტმი და მეტრი, რამდენად ემთხვევა  ცეკვის რიტმი და ტემპი მუსიკალურ რიტმსა და ტემპს.
·         მასწავლებელი სთავაზობს ფრაგმენტს ბალეტიდან “პატარა სირინოზი“. იგი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღება მიაქციონ, თუ რა დამახასიათებელი  ხერხებით  გამოხატავს მუსიკა პატარა სირინოზის სახეს, როგორ აისახება ეს მუსიკალური ხერხები ქორეოგრაფიაში. კლასში იმართება დისკუსია, თუ რატომ აირჩიეს ავტორებმა ეს ხერხები სირინოზის სახის გამოსახატად.
·         მასწავლებელი სთავაზობს გამოჩენილი ქორეოგრაფის ირჟი კილიანის დადგმის ფრაგმენტს მორის რაველის ოპერა-ბალეტის „ბავშვი და ჯადოქრობა“ მიხედვით https://www.youtube.com/watch?v=MFViB9vrB1E, და სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ ამ დადგმაში საცეკვაო რიტმის მნიშვნელობაზე, როგორ არის დახასიათებული ბავშვი მუსიკასა და ცეკვაში, როგორ მიყვება ქორეოგრაფიული ტექსტი მუსიკალურ ტექსტს. რა ხდება სცენაზე? ამოიკითხა თუ არა შინაარსი?  რომელი მუსიკალური ელემენტი გადმოსცემს ბავშვის ხასიათს - მელოდია თუ თანხლება?  რა მოძრაობით გადმოიცემა ქორეოგრაფიულ ტექსტში ბავშვის ხასიათი?  (მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ ეს მოძრაობები) და ა.შ..
·         მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ორ სცენას იგორ სტრავინსკის ბალეტიდან „პეტრუშკა“ (ქორ. მიხეილ ფოკინი, პეტრუშკა-რუდოლფ ნურიევი) https://www.youtube.com/watch?v=AjkmX21VYeU და ქორ. ჯორჯ ბალანჩინის ბალეტიდან  „ძვირაფასი ქვები“ ზურმუხტის ვარიაციები https://www.youtube.com/watch?v=88CdG7ohozA . ამ ფრაგმენტებს გაცნობამდე მასწავლებელი აძლევს მათ ინსტრუქციებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება: 1. რამდენად ადვილია მუსიკისა და ცეკვის საშუალებით სიუჟეტის ამოკითხვა, რამდენად ადვილია მუსიკისა და ცეკვის მეშვეობით კონკრეტული პერსონაჟის ხასიათის ამოკითხვა. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს ამ კითხვებთან დაკავშირებით (იმისათვის რომ აქტივობა უფროს სახალისო იყოს, მასწავლებელს  შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს  მთავარი პერსონაჟების ყველაზე დამახასიათებელი ჟესტი ან პოზა აჩვენონ).
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(II).1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს საიმიჯო  მუსიკალური კომპოზიციის (რეკლამის, სატელევიზიო გადაცემის ქუდის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა;

მუს.დაწყ.(II).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ბგერის, ხმის, ხმაურის და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა;

მუს.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება.
შეკითხვები:
როგორ კარნახობს პლასტიკა მუსიკის თანხლების არჩევაში და, პირიქით, როგორ ახდენს მუსიკა პლასტიკაზე გავლენას?

როგორ შეიძლება საბალეტო ფრაგმენტის თანხლების ჩაწერა?

ცნებები:
პლასტიკური ინტონაცია, მუსიკისა და ცეკვის რიტმების კონტრაპუნქტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რომელიმე სიუჟეტური ბალეტის ფრაგმენტს მუსიკალური თანხლების გარეშე, ასევე ცალკე მუსიკალურ ფრაგმენტებს და სთხოვს მოსწავლეებს გარკვეული ნიშნით ქორეოგრაფიულ ტექსტს  შეურჩიონ სათანადო მუსიკალური ფრაგმენტი.
·           მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გავლილი სიუჟეტური ბალეტებიდან შეარჩიონ ერთ-ერთის  მოკლე ფრაგმენტი და მისთვის შექმნან სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებებიდან მუსიკალური კოლაჟი (სხვადასხვა მუსიკალური ნაწყვეტი შესაძლოა ტონალობით არ ეწყობოდეს ერთმანეთს, მაგრამ განწყობით,  გამომსახველობითი ელემენტებით ესადაგებოდეს ქორეოგრაფიულ ტექსტს).



Комментариев нет:

Отправить комментарий