რა არის მუსიკა

მუსიკა  არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩანაწერები და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან  მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

ყველას უყვარს მუსიკის მოსმენა, მაგრამ გემოვნება ყველას სხვადა–სხვა აქვს,(პრიმიტიულ)პოპ მუსიკიდან დაწკებული (სერიოზულ) კლასიკური მუსუკით დამთავრებული.
თქვენ ოდესმე ეკითხებოდით საკუთარ თავს–''რატომ მომწონს მოსმენა?'' პასუხების დიაპაზონი დიდია, დაწყებული პრიმიტიულ პასუხიდან–''მომწონს–არ მომწონს'', ''არვიცი'' და დამთავრებული – '' აღვძებს ჩემში სულს'', '' მაიძულებს, რომ დავფიქრდე''...
სინამდვილეში კი, პასუხი უფრო ღრმად არის.
პირველ რიგში განვიხილოთ, რა არის მუსიკა და რისგან შედგება.
ჩვენ ვიცით, რომ მუსიკა არის ხელოვნების ერთ–ერთი დარგი. აგრეთვე მუსიკა გადმოგვცემს ხასიათს და გრძნობებს ხმის მეშვეობით. ძირითადი მუსიკალური ელემენტები არის : მელოდია, რიტმი, ჰარმონია... ეს სამი არის მთავარი მუსიკის შემადგენლობა. მელოდია არის ნოტები და ბგერები გამოხატული რიტმში.
მოდით განვიხილოთ რა არის რიტმი. მუსიკაში რიტმი ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რიტმი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება: წელიწადის დროების, დღის და ღამის პერიოდულ მონაცვლეობაში, საათის წიკწიკში და.ა. შ.
მუსიკასაც, ისევე როგორც ადამიანს აქვს მაჯისცემა, ასევე ერთ–ერტი მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილი მუსიკაში არის რიტმი. ურიტმო მუსიკა იგივეა, რაც პულსის გარეშე ადამიანი.
''რიტმოს'' ბერძნულად თანაზომიერებას, სინატიფეს ნიშნავს. რიტმი მუსიკალური ბგერების თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობაა. სწორედ რიტმი განასხვავებს სიმღერისგან ცეკვას.
ეხლა მოდით განვიხილოთ სამედიცინო თვალსაზრისით, როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანოებზე. სწორედაც რიტმი არის საფუძველი მუსიკალურ თერაპიაში. ვინაიდან როგორც გამოირკვა რიტმს აქვს სამედიცინო თვისებები.
ღმერთმა ჩაგვინერგა სიმღერის, მუსიკის შექმნის, სიმღერის შესრულების და დაკვრის ნიჭი, აგრეთვე შინაგანი გრძნობების და ფიქრების გადმოცემის უნარი.
ჩვენი ყური პირდაპირ კავშირშია ტვინის ცენტრალურ ემოციურ ზონასთან. რის გამოც ასე მოქმედებს ჩვენზე მუსიკა.
ჯერ კიდე ძველ აღთქმის დროიდან ხალხმა მიხვდა, რომ მუსიკა მოქმედებს ადამიანზე არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის მთელ ორგანიზმზე და უფრო მეტადც, მუსიკა მოქმედებს ადამიანის სულზე.
მაგალითად: ლირაზე დაკვრით და გალობით დავით წინასწარ მეტყველმა დაეხმარა მეფე საულს დეპრესიიდანგამოსვლაში. 
ჰომერი თავის ''ოდესეაში'' წერს, რომ მეომარის ჭრილობებს აშუშებდა მუსიკით და სიმღერით. აგრეთვე აქილი ხსნიდდა ემოციურ დაძაბულობას დასტრესს სიმღერით და ლირაზე დაკვრით.
ყოველ ორგანოს აქვს თავისი ვიბრო– დახასიათებები და ეს ვიბრო ენერგია ემთხვევა ხმის და ინსტრუმენტების რიტმიულ ენერგიას.
მაგალითად: ფორტეპიანოს ხმები კარგად მოქმედებს თირკმლებზე, ჯირკვალზე და ფსიქიკაზე. 
ორღანი კორექტირებს ტვინის მუშაობას, კარგად მოქმედებს ხერხემალზე.
დოლის ხმა კარგად მოქმედებს ღვიძლზე, გულის რიტმზე და არეგულირებს სისხლ–ძარღვევის სისტემას.
ფლეიტის ხმა კი მოქმედებს ფილტვებზე და ბრონქებზე.
როგორ მოქმედებს ჩვენზე მუსიკის მოსმენა?
გულის რიტმი შეადგენს 68–72 დარტყმას ერთ წუთში იმ დროს როდესაც ბახის ან ვივალდია მუსიკალური რიტმი შეადგენს 60 დარტყმას წუთში. ამ მუსიკის მოსმენის დროს ჩვენი ორგანიზმის რეაქცია არის ესეთი : უფრო მშვიდდებით, დუნდებით და ვისვენებთ. ანუ ჩვენი ნერვული სისტემა მშვიდდება, დღის განმალობაში მიღებული სტრესი იხსნება.
რომ მოვიხსნათ დაძაბულობა, სტრესი–ამისთვის საჭიროა 5–10 წუთი მოუსმინოთ კლასიკური მუსიკა– ბახი ან ვივალდი. თუ ხართ აღელვებული და თავის თავში არახართ დარწმუნებული მოუსმინეთ– შოპენის ''პრელუდიები'' ან შტრაუსის ''ვალსები''.
ესეიგი მუსიკის მოსმენა არამარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც არის !


წყარო : https://ka.wikipedia.org

Комментариев нет:

Отправить комментарий