მუსიკის წაროშობა და ისტორია


XIX-XX საუკუნეებში გამოიკვეთა რამდენიმე ჰიპოთეზა მუსიკის წარმოშობის შესახებ. ინგლისელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის ჰ. სპენდერის აზრით, მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე; ბუნების მეტყველი ჩ. დარვინის შეხედულებებით – ნადირ-ფრინველის სასიყვერულო ძახილისაგან, გერმანელი კ. ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლად პირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს მიიჩნევდა, გერმანელი ფსიქოლოგი და მუსიკათმცოდნე კ. შტუმპფი – პირველყოფილი ადამიანის ბგერით სიგნალებს. ფრანგმა მუსიკის ისტორიკოსმა ჟ. კომბარიამ მუსიკის გაჩენა მაგიური შელოცვების რიტუალს დაუკავშირა. თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს – ხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის მეტყველებისა და ცეკვის ელემენტებს.
შუა საუკუნეებში მუსიკალური ცხოვრება ძირითადად ეკლესიებსა და მონასტრებში მიმდინარეობდა. VI-VIIსს-ში ჩამოყალიბდა გრიგორიანული ქორალი – დიატონიკურ კილოებზე აგებული მინოდიური მუსიკა. თანდათანობით გაჩნდა მრავალხმიანობა, რომელმაც შეავიწროვა მონოდიური მუსიკა. ჩამოყალიბდა ახალი ჟანრებიც. გავრცელდა საოჯახო მუზიციების ფორმები, განსაკუთრებით საკრავიერი და ვოკალური. უმაღლეს მწვერვალს მიაღწეია საგუნდო მრავალხმიანობამ. XI საუკუნეში გვიდო დ’არეცოს გამოგონებულმა მუსიკალურმა დამწერლობამ შესაძლებელი გახადა მუსიკალური ნაწარმოების ზუსტი ფიქსირება. შუა საუკუნეებში დაიწყო ნოტების ბეჭვდა, გაჩნდა მუსიკალური ჟურნალები. წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა ოპერა. შეიქმნა საოპერო თეატრები, ფოტეპიანო (1709წ. ბ. კრისტოფორა, იტალია), კონსერვატორიები.
მუსიკის ისტორიაში ჩამოყალიბდა სიმფონიის და სონატის ციკლური ფორმები. მუსიკაში გაძლიერდა რეალიზმის ტალღა. XIX ბოლოსა და XX დასაწყისში გაწყდა რომანტიზული სიმფონიის ხაზი. საფრანგეთში ჩამოყალიბდა ინპრესიონიზმი, იტალიაში – ვერიზმი. თავი იჩინა ახალმა მხატვრულმა მოვლენებმაც: სიმბოლიზმმა, ხალხური ზღაპრისა და ანტიკური კულტურის მოდერნიზაციამ. ჩამოყალიბდა მსუბუქი და საესტრადო მუსიკის ჟანრები. მნიშვნელივან მოვლენას წარმოადგენდა 20-იანი წლებიდან ამერიკელ ზანგთა წიაღში ჩასახული და მეტად გავრცელებული ჯაზური მუსიკა. 60-70-იან წლებში განსაკუთრებით გავრცელდა ე.წ. “პოპ-მუსიკა”.


Комментариев нет:

Отправить комментарий